ავტორიზაცია

უცნაური სიტუაცია ბენზემას ტრავმასთან დაკავშირებით: მადრიდის რეალს მიაჩნია, რომ ფრანგებმა დიაგნოზის შეფასების დროს შეცდომა დაუშვეს

უცნაური სიტუაცია ბენზემას ტრავმასთან დაკავშირებით: მადრიდის რეალს მიაჩნია, რომ ფრანგებმა დიაგნოზის შეფასების დროს შეცდომა დაუშვეს
თარიღი 28 ნოე 2022, 21:03
უცნაური სიტუაცია მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ კარიმ ბენზემასთან დაკავშირებით. 

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში ტრავმის გამო არ ითამაშებს. 

კარიმი კლუბში დაბრუნდა, სადაც ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვაგვარად შეფასდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენზემას ვარჯიშის დაწყება უკვე ხუთშაბათს შეუძლია.

როგორც Marca-ს ჟურნალისტი მარიო კორტენგანა სოციალურ ქსელში წერს, მადრიდის "რეალში" მიაჩნიათ, რომ ფრანგებმა კარიმ ბენზემას უფრო სერიოზული დიაგნოზი დაუსვეს, ვიდრე რეალურად იყო.