ავტორიზაცია

ჩავიმ დაასახელა სამი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია

ჩავიმ დაასახელა სამი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია
თარიღი 29 ნოე 2022, 15:25
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, აჟამად კი ამავე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა, ვისთან ერთადაც უთამაშია.

"სამი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია არის მესი, ინიესტა და ბუსკეტსი. ", - თქვა ჩავი ერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ ჩავი "ბარსელონას" აღზრდილია, რომლის შემადგენლობაში 2015 წლამდე თამაშობდა. "ბლაუგრანას" შემადგენლობაში ესპანელმა ნახევარმცველმა რვაჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, ასევე ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.