ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის თურქულ შეკრებაზე გაჰყვება

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის თურქულ შეკრებაზე გაჰყვება
თარიღი 29 ნოე 2022, 15:48
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში ოთხშაბათს დაბრუნდება და გუნდს "კასტელ ვოლტურნოს“ ბაზაზე შეუერთდება.

Sky Sport-ი ცნობით, 21 წლის ქართველი გარემარბი გუნდს თურქულ შეკრებაზე გაჰყვება.

"ნაპოლი“ თურქეთში შეკრებაზე დეკემბერის დასაწყისში გაემგზავრება და იქ სამ ამხანაგურ შეხვედრებსაც ჩაატარებს.

ნეაპოლელთა მეტოქეები თურქული "კარაგუმრუკი", "ანტალიასპორი" და ინგლისური "კრისტალ პალასი" იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.