ავტორიზაცია

Adidas-მა დაამტკიცა, რომ ურუგვაისთან პირველი გოლი რონალდუს არ გაუტანია

Adidas-მა დაამტკიცა, რომ ურუგვაისთან პირველი გოლი რონალდუს არ გაუტანია
თარიღი 29 ნოე 2022, 18:43
პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ურუგვაი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. 

პირველი გოლი თავდაპირველად კრიშტიანუ რონალდუს ჩაეთვალა, თუმცა მალე გატანილი გოლი ბრუნო ფერნანდესს მიაკუთნეს, რადგან 37 წლის ფორვარდი ბურთს არ შეხებია.

Adidas-მა აჩვენა ბურთის შიგნით დამონტაჟებული სენსორების ვიბრაციის გრაფიკი. ეს გრაფიკი ადასტურებს, რომ კრიშტიანუ რონალდუ არ შეხებია ბურთს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი ბრუნო ფერნანდესმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ აღშფოთება სწორედ მატჩის დროს გამოხატა, როცა ტაბლოზე ბრუნო ფერნანდეშის ფოტო დაინახა.

პორტუგალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში საგზური უკვე მოიპოვა.