ავტორიზაცია

პავარმა ბაიერნთან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა და სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს

პავარმა ბაიერნთან კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა და სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს
თარიღი 30 ნოე 2022, 13:08
მიუნხენის "ბაიერნის" მცველის, ბენჟამინ პავარის იულიან ნაგელსმანის გუნდში მოღვაწეობა დასასრულს უახლოვდება. 

Sport Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს, რომელიც 2023/24 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

ფრანგი მცველი და კლუბი შეთანხმდნენ, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა მიუნჰენი 2023 წლის ზაფხულში დატოვოს, რათა 'ბაიერნმა" მისი ტრანსფერში გარკვეული თანხა  მიიღოს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პავარის მიმართ ინტერესს მანჩესტერ "იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" იჩენენ.