ავტორიზაცია

შირერი მბაპეზე: "კილიანი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფრანგებს ყატარში ტიტულის დაცვა შეუძლიათ"

შირერი მბაპეზე: "კილიანი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფრანგებს ყატარში ტიტულის დაცვა შეუძლიათ"
თარიღი 30 ნოე 2022, 14:43
ინგლისის ნაკრების და "ნიუკასლის" ყოფილმა ცენტრფორვარდმა, ალან შირერმა, საფრანგეთის ნაკრებში თავდამსხმელის, კილიან მბაპეს როლის შესახებ ისაუბრა.

"მბაპე შესანიშნავი ბომბარდირია, ის მუნდიალზე იდეალურ მდგომარეობაში ჩავიდა. ის უკვე შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიოში.

კილიანი არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ფრანგებს ყატარში ტიტულის დაცვა შეუძლიათ. ", - თქვა შირერმა.

მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე მბაპემ ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. თავდამსხმელმა ტერფის ტრავმის გამო შესაძლოა ტუნისის ნაკრებთან მოახლოებული მატჩი გამოტოვოს.