ავტორიზაცია

"თუ ის გაბედავს ლიონელს თითით შეეხოს"- ტაისონი მზადაა მესისთვის მექსიკელ მოკრივესთან იჩხუბოს

"თუ ის გაბედავს ლიონელს თითით შეეხოს"- ტაისონი მზადაა მესისთვის მექსიკელ მოკრივესთან იჩხუბოს
თარიღი 30 ნოე 2022, 15:00
ლეგენდარული ამერიკელი მძიმეწონოსანი მოკრივე მაიკლ ტაისონმა არგენტინელ თავდამსხმელს ლიონელ მესის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. 

შეგახსნებეთ, მექსიკასთან მატჩის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ მესი ერთ-ერთ მექსიკელი ფეხბურთელის მაისურს ფეხს აბიჯებს. ამის გამო, ლეოს მექსიკელი მოკრივე გამოეხმაურა, მესის დაემუქრა და შეუთვალა, ილოცე რომ არსად გადამეყაროო.

„ნახეთ, როგორ მოწმინდა მესიმ იატაკი მექსიკის მაისურით? ილოცოს, რომ სადმე არ გადამეყაროს." - წერდა მექსიკელმა კანელო ალვარესი.

"ვიღაც კანელო ემუქრება მესის. თუ ის გაბედავს ლიონელს თითით შეეხოს, მე მომიწევს რინგზე დაბრუნება“, - დაწერა 56 წლის რკინის მაიკმა სოციალურ ქსელში.