ნაპოლიმ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო - კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

იტალიურმა "ნაპოლიმ“ სერია A-ს სეზონის მეორე ნაწილისთვის მზადება დაიწყო და გუნდი დღეს "კასლეტ ვოლტურნოს“ ბაზაზე შეიკრიბა.
გუნდთან ერთად იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლური გუნდი 1 დეკემბერს, თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
7 დეკემბერს, ლუჩიანო სპალეტის გუნდი "ანტალიასპორთან“ ითამაშებს, ხოლო 11 დეკემბერს "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.