ავტორიზაცია

პსჟ მზადაა კილიან მბაპე გაყიდოს - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილი გახდა

პსჟ მზადაა კილიან მბაპე გაყიდოს - გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილი გახდა
თარიღი 30 Nov 2022, 15:14
საფრანგეთის ნაკრების და "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი კილიან მბაპე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, ახალ გუნდში გადავიდეს.

The Athletic-ის ცნობით, პარიზული გუნდის მფლობელები მზად არიან გაყიდონ ვარსკვლავი, რათა მომავალში დაბალ ფასად არ დაკარგონ. "პსჟ" თვლის, რომ მომავალი ზაფხული იდეალური დროა კილიანის გაყიდვით ბიუჯეტის შესავსებლად.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "რეალი", მანჩესტერ "იუნაიტედი" და "ლივერპული" ფრანგის მიმართ ინტერესს იჩენენ.

მბაპეს "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt მის ღირებულებას 160 მილიონ ევროდ აფასებს.