პირველად ისტორიაში - მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს ქალი არბიტრი გაუძღვება
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩი გერმანიისა და კოსტა რიკის ნაკრებებს შორის ისტორიაში შევა.
FIFA-ს გადაწყვეტილებით, ამ თამაშზე ქალ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს. ეს კი პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა მამაკაცთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩის მთავარი არბიტრი ქალი იქნება.
ეს საპასუხისმგებლო მისია ფრანგ მსაჯს, სტეფანი ფრაპარს დაეკისრა. რომლის ასისტენტები ბრაზილიელი ნეუზა ბეკი და მექსიკელი კარენ დიასი იქნებიან.
ფრაპარი უკვე საკმაოდ გამოცდილი არბიტრია, მან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები იმსაჯა. ასვეე, 2019 წლის ევროპის სუპერთასის მთავარი არბიტრიც გახლდათ.