"ჩვენთვის ახლა სულერთია, შევხვდებით თუ არა მეოთხედფინალში ბრაზილიას "- ლუის ენრიკე

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აცხადებს, რომ მეოთხედფინალში ბრაზილიასთან შეხვედრის თავიდან აცილებაზე არ ფიქრობს.
E ჯგუფის ყველა გუნდი 1/8 ფინალში გასვლას შანს ინარჩუნებს, ლუის ენრიკე კი ირწმუნება, რომ პლეი-ოფში სავარაუდო მეტოქეებზე ფიქრს ახლა აზრი არ აქვს.
„ოთხი გუნდიდან ნებისმიერს შეუძლია ჯგუფიდან კვალიფიკაცია - კოსტა რიკას ასევე შეუძლია გერმანიის დამარცხება. არ ვაპირებთ პლეი-ოფის ბადეზე ფიქრს და ჩვენთვის ახლა სულერთია, შევხვდებით თუ არა მეოთხედფინალში ბრაზილიას.

ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ იაპონიის დამარცხებაზე და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლაზე. “, - განაცხადა ესპანეთის მწვრთნელმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.