ავტორიზაცია

ლინეკერი მესიზე: "დიახ, მას აღარ აქვს ისეთი აჩქარება, როგორც ადრე, მაგრამ ის უბრალოდ სხვა დონეზეა"

ლინეკერი მესიზე: "დიახ, მას აღარ აქვს ისეთი აჩქარება, როგორც ადრე, მაგრამ ის უბრალოდ სხვა დონეზეა"
თარიღი 01 დეკ 2022, 11:16
ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა არგენტინის ნაკრების პლეი-ოფში გასვლის შემდეგ ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

ლიონელ მესიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში პოლონეთის წინააღმდეგ (2:0) შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი მაინც შეიტანა.

"მესის თამაშის პირდაპირ ეთერში ყურება წარმოუდგენელი სიამოვნებაა. დიახ, მას აღარ აქვს ისეთი აჩქარება, როგორც ადრე, მაგრამ ის უბრალოდ სხვა დონეზეა. საოცარი ფეხბურთელია. “, - დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის სამი მატჩის შემდეგ, ლიონელ მესის ორი გოლი აქვს გატანილი და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.