პირს მორგანმა გაამხილა, გადავა თუ არა რონალდუ საუდის არაბეთის ალ-ნასრიში

ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ახლოსაა საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ნასრთან" კონტრაქტის გაფორმებასთან.
"ეს სიმართლეს არ შეესაბამება, კრიშტიანოს ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. ", - დაწერა პირსმა სოციალურ ქსელში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 37 წლის პორტუგალიელი ახლოსაა არაბულ კლუბთან 2,5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან. მისი შემოსავალი "ალ-ნასრში", წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი ევრო უნდა შეედგინა.
რონალდუ ამჟამად პორტუგალიის ნაკრებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს. გუნდმა ვადაზე ადრე გაიფორმა 1/8 ფინალური ეტაპის საგზური.