კლუბისთვის სარეკორდო გარიგება - რა თანხა გადაიხადა შახტარმა გოჩოლეიშვილის ტრანსფერში?
გიორგი გოგოჩოლეიშვილი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელია. ქართველ ტალანტს და უკრაინულ გუნდშ შორის 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ინფორმაციას უკრაინული გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილი უკრაინულ გუნდს თბილისის "საბურთალოდან" შეუერთდა. ის სწორედ "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და თბილისური გუნდის ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 2020 წლიდან თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ გოჩოლეიშვილი უკრაინულ გუნდს თბილისის "საბურთალოდან" შეუერთდა. ის სწორედ "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და თბილისური გუნდის ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 2020 წლიდან თამაშობდა.
ავტორიტეტული გერმანული სააგენტოს Transfermarkt-ის ცნობით, დონეცკის "შახტრარმა" ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე "საბურთალომ" ყველაზე მეტი თანხა გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგში" გაყიდვიდან გამოიმუშავა (300 000).
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი