ლეო მესიმ მექსიკის მაისურის სკანდალზე ისაუბრა
არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ მექსიკის ნაკრების მაისურის აჟიოტაჟის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მექსიკელებთან მატჩის შემდეგ გასახდელში 35 წლის თავდამსხმელმა მეტოქე გუნდის მაისურს დააბიჯა, რამაც კრივში მსოფლიო ჩემპიონის საულ ალვარესის უკმაყოფილება გამოიწვია.
„ეს არის ჩვეულებრივი გაუგებრობა. ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ. ეს იყო გასახდელი, სადაც ნივთებს ვტოვებთ.
„ეს არის ჩვეულებრივი გაუგებრობა. ვინც მიცნობს, იცის, რომ ყველა მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ. ეს იყო გასახდელი, სადაც ნივთებს ვტოვებთ.
მე არაფერი მაქვს ბოდიშის მოსახდელი მექსიკელებისთვის, ჩემი მხრიდან არანაირი უპატივცემულობა არ ყოფილა“, - განაცხადა მესიმ.
არგენტინის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ავსტრალიას შეხვდება.
არგენტინის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ავსტრალიას შეხვდება.