"ესპანეთი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებს შორის არ არის "- სესკ ფაბრეგასი
ესპანელი ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი თვლის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის თასის მოპოვება მის თანამემამულეებს გაუჭირდებათ.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანელები იაპონიის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან. ლუის ენრიკეს გუნდი ამჟამად ოთხი ქულით ლიდერობს საკუთარ ჯგუფს.
"ესპანეთის ამჟამინდელ ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ინდივიდუალური ოსტატობის შეფასებისას გუნდს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად არავინ მიიჩნევს, მაგრამ თამაშის დონე სულ სხვაა.

მე მჯერა ბიჭების და ბოლომდე ვუჭერ მხარს, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ესპანეთი არ არის ფავორიტთა შორის. 2010 წელს ყველაფერი სხვაგვარად იყო, მაგრამ მაშინ გაცილებით მეტი ზეწოლა იყო, ვიდრე ახლა. ”- თქვა ნახევარმცველმა DAZN-თან ინტერვიუში.