ავტორიზაცია

მესი მუნდიალზე მარადონას რეკორდის მოხსნაზე: "მჯერა, რომ დიეგო ჩემით ბედნიერი იქნებოდა"

მესი მუნდიალზე მარადონას რეკორდის მოხსნაზე: "მჯერა, რომ დიეგო ჩემით ბედნიერი იქნებოდა"
თარიღი 01 დეკ 2022, 12:00
პოლონეთთან მატჩი (2:0) "პსჟ"-ს თავდამსხმელისთვის 22-ე იყო მსოფლიო ჩემპიონატებზე. თავდამსხმელმა მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩების რაოდენობით დიეგო მარადონას აჯობა და არგენტინელ ფეხბურთელთა შორის რეკორდი დაამყარა.

ლიონელ მესიმ ეროვნული ნაკრების მაისურით მუნდიალზე ჩატარებული მატჩებში დიეგო მარადონას რეკორდის მოხსნაზე ისაუბრა.

„ამის შესახებ ახლახან შევიტყვე, არც კი ვიცოდი ამის შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ვაგრძელებ რეკორდების დამყარებას. 

მჯერა, რომ დიეგო ჩემით ბედნიერი იქნებოდა. მარადონა ყოველთვის კარგად მეპყრობოდა. დიეგო ბედნიერი იყო, როცა კარგად ვმუშაობდი“

ის ყოველთვის ბედნიერი იყო, როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა", - თქვა არგენტინის ნაკრების და "პსჟ"-ს ვარსკვლავმა.