ავტორიზაცია

ფენერბახჩეს მწვრთნელი რონალდუზე: "კრიშტიანუ ბევრი ფეხბურთელისთვის მაგალითია, მას ფული არ სჭირდება"

ფენერბახჩეს მწვრთნელი რონალდუზე: "კრიშტიანუ ბევრი ფეხბურთელისთვის მაგალითია, მას ფული არ სჭირდება"
თარიღი 01 დეკ 2022, 16:00
პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხორხე ჟესუსმა, რომელიც სტამბულის "ფენერბახჩეს" მთავარი მწვრთნელია, ვარსკვლავურ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

ცოტა ხნის წინ 37 წლის თავდამსხმელმა მანჩესტერ "იუნაიტედი" სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დატოვა.

"მე მესმის, რა სიტუაციაშია კრიშტიანუ. ჩვენ მასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. რონალდუ ბევრი ფეხბურთელისთვის მაგალითია და მას ფული არ სჭირდება. 

კრიშტიანუ აგრძელებს თამაშს იმავე ვნებით, რაც კარიერის დასაწყისში ჰქონდა. ეს აჩვენებს, თუ რამდენად უყვარს ფეხბურთი. ,”- თქვა ჟესუსმა

რონალდუ ამჟამად პორტუგალიასთან ერთად ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს და 1/8 ფინალური ეტაპის საგზური ვადაზე ადრე მოიპოვა.