ავტორიზაცია

ფოტოები: დუშან ვლაჰოვიჩმა უარყო ჭორები სერბეთის ნაკრებში თანაგუნდელის მეუღლესთან რომანის შესახებ

ფოტოები: დუშან ვლაჰოვიჩმა უარყო ჭორები სერბეთის ნაკრებში თანაგუნდელის მეუღლესთან რომანის შესახებ
თარიღი 01 Dec 2022, 17:51
სერბმა თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას რომანი ჰქონდა ანა ჩაკიჩთან, რომელიც ეროვნული ნაკრების სათადარიგო მეკარის პრედრაგ რაიკოვიჩის მეუღლეა.

სერბული მედია წერდა, რომ სწორედ რომანის გამო არ მოხვდა თავდამსხმელი ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

"ვნანობ, რომ მუნდიალის პრესკონფერენციის ასე დაწყება მომიწია, მაგრამ განცხადება უნდა გავაკეთო, რადგან ჩემი სახელი აბსურდულ ამბავშია ჩაგდებული. ეტყობა ვიღაცას სხვა არაფერი აქვს საქმე, მაგრამ ასეთი ჭორები ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ეროვნული ნაკრების ინტერესებს ეწინააღმდეგება.

იმის მაგივრად, რომ მხარი დაგვიჭირონ, ამგვარ ჭორებს ავრცელებენ. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც ვერაფერს მიაღწიეს ცხოვრებაში. კონცენტრირებულები ვართ პარასკევის მატჩზე შვეიცარიელებთან. “, - განაცხადა სერბმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე.

სერბეთს G ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ დგას.