ავტორიზაცია

ფერნანდუ სანტუში: "ვაპირებ თუ არა თხოვნას, რომ გოლი რონალდუს მიაკუთვნონ? მე? ვის უნდა ვთხოვო?"

ფერნანდუ სანტუში: "ვაპირებ თუ არა თხოვნას, რომ გოლი რონალდუს მიაკუთვნონ? მე? ვის უნდა ვთხოვო?"
თარიღი 01 დეკ 2022, 22:15
პორტუგალიის მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ურუგვაის კარში გატანილ პირველ გოლზე ისაუბრა.

თავდაპირველად გოლი კრიშტიანუ რონალდუზე ჩაწერეს, თუმცა შემდეგ ბრუნო ფერნანდეშზე გადაიწერა.

ვაპირებ თუ არა ჩარევას, რომ გოლი საბოლოოდ რონალდუს მიაკუთვნონ? მე? მე უნდა ვითხოვო, რომ გოლი რონალდუზე ჩაწერონ?

ვის უნდა ვთხოვო? ეს გუნდის გოლი იყო და მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.