ავტორიზაცია

ნოიერი: "ვაპირებ თუ არა სანაკრებო კარიერის დასრულებას?"

ნოიერი: "ვაპირებ თუ არა სანაკრებო კარიერის დასრულებას?"
თარიღი 02 Dec 2022, 10:11
მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ, მანუელ ნოიერმა შესაძლო კარიერის დასრულებაზე ისაუბრა.

"თუ გამომიძახებენ, ნაკრებში კვლავაც ჩამოვალ ხოლმე." - აღნიშნა ნოიერმა კოსტა რიკასთან მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა გუნდმა 4:2 მოიგო.

გერმანიამ ჯგუფში 9 შესაძლოდან 4 ქულა დააგროვა, ზუსტად იმდენი - რამდენიც მეორეადგილოსანმა ესპანეთმა, თუმცა ბურთების სხვაობის გამო ფურია როხას დაუთმო ადგილი მერვედფინალში.

2018 წლამდე გერმანია მუნდიალის ჯგუფში არასდროს ჩარჩენილა, ახლა კი, 2014-ში მუნდიალის მოგების შემდეგ, ზედიზედ მეორედ ჩარჩა.