ჰავერცი: "ესპანეთისგან ასეთ რამეს არ ველოდით, მაგრამ როცა ჩვენნაირი გუნდი იაპონიასთან აგებს, სახლში დამსახურებულად მიდის"
გერმანიის ნაკრების შემტევმა, კაი ჰავერცმა, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენაზე ისაუბრა.
ბუნდესნაკრებმა ჯგუფში 9 შესაძლოდან 4 ქულა დააგროვა, ზუსტად იმდენი - რამდენიც მეორეადგილოსანმა ესპანეთმა, თუმცა ბურთების სხვაობის გამო ფურია როხას დაუთმო ადგილი მერვედფინალში.
„ესპანეთისგან ასეთ შედეგს არ ველოდით, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია. საკმარისი შესაძლებლობა გვქონდა საიმისოდ, რომ იაპონიაც დაგვემარცხებინა და ესპანეთიც.
კოსტა რიკამ პლეიოფში გასვლსი სანსი მოგვცა, მაგრამ ის ვერ გამოვიყენეთ. კარგია, რომ მატჩი შემოვატრიალეთ, მაგრამ ჩვენნაირი ოსტატობის მქონე გუნდმა იაპონიასთან მარცხის უფლება თავს არ უნდა მისცეს. შესაბამისად, სახლში დამსახურებულად მივდივართ." - აღნიშნა ჰავერცმა.