ავტორიზაცია

სქოულზმა მანჩესტერ იუნაიტედში რონალდუს შემცვლელად ორი კანდიდატი დაასახელა

სქოულზმა მანჩესტერ იუნაიტედში რონალდუს შემცვლელად ორი კანდიდატი დაასახელა
თარიღი 02 დეკ 2022, 13:20
მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა ისაუბრა იმაზე, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ "წითელი ეშმაკების" შეტევაში.

"არსებობენ ფორვარდები, რომლებიც "იუნაიტედმა" უნდა განიხილოს. პირველი არის კრისტოფერ ნკუნკუ "ლაიდციგიდან". 

მეორე არის კოდი გაკპო, რომელიც თამაშობს "პსვ"-ში, ეს ბიჭი ძალიან მაგარია ნიდერლანდების ნაკრებში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ვფიქრობ, ტენ ჰაგი უკვე აკვირდება მას. “,- თქვა სქოულზმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ და მანჩესტერ "იუნაიტედმა" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტეს.