ავტორიზაცია

"გერმანიას დაცვაში მხოლოდ ერთი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს "- ბასტიან შვაინშტაიგერი

"გერმანიას დაცვაში მხოლოდ ერთი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს "- ბასტიან შვაინშტაიგერი
თარიღი 02 დეკ 2022, 14:18
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნჰენის "ბაიერნის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენაზე ისაუბრა.

„შეხვედრა კოსტა რიკას წინააღმდეგ? ძალიან ცუდი თამაში იყო. გერმანიას დაცვაში მხოლოდ ერთი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს. ახლა ანტონიო რუდიგერზე ვსაუბრობ. 

სხვები საშუალო დონეზე თამაშობენ. გუნდს დაცვის ხაზში სასწრაფოდ ტრანსფორმაცია სჭირდება. ", - თქვა შვაინშტაიგერმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი ქულა დააგროვა და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა.