ავტორიზაცია

"გვარდიოლი მსოფლიოს საუკეთესო მცველია "- ზლატკო დალიჩი

"გვარდიოლი მსოფლიოს საუკეთესო მცველია "- ზლატკო დალიჩი
თარიღი 02 დეკ 2022, 15:19
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ეროვნული ნაკრების მცველ ჯოშკო გვარდიოლის თავის პოზიციაზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"ჯოშკო გვარდიოლი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ მისით. დეიან ლოვრენი მხარს უჭერს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

დემაგოი ვიდა ასევე ეხმარება და დამატებით რჩევებს აძლევს. მოხარული ვარ, რომ ვუყურებ, როგორ მუშაობენ ისინი ერთად“, - თქვა ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

გვარდიოლი ამჟამად, გერმანულ "ლაიფციგში" გამოდის, რომელსაც ის გასულ ზაფხულს ზაგრების "დინამოდან" შეუერთდა. 

ყატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდა მცველმა ხორვატიის ნაკრების რიგებში ჯგუფის სამივე მატჩი ითამაშა. მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ხორვატიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.