ავტორიზაცია

"ჩუამენი ბარსელონას ვურჩიე, მაგრამ კლუბს მაქსიმუმ 40 მილიონი ევრო შესთავაზება შეეძლო "- სესკ ფაბრეგასი

"ჩუამენი ბარსელონას ვურჩიე, მაგრამ კლუბს მაქსიმუმ 40 მილიონი ევრო შესთავაზება შეეძლო "- სესკ ფაბრეგასი
თარიღი 02 დეკ 2022, 17:11
"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა თქვა, რომ "ბლაუგრანას" აურელიენ ჩუამენის შეძენა ურჩია, როდესაც ფრანგი ჯერ კიდევ "მონაკოში" თამაშობდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს ნახევარმცველი მადრიდის "რეალში" 80 მილიონ ევროდ გადავიდა და მაშინვე ძირითადის მოთამაშე გახდა.

"ჩუამენი ბარსელონას ვურჩიე. გუნდს ბუსკეტსის შემცვლელის პოვნა სურდა. ვფიქრობდი, რომ აურელიენი იდეალური კანდიდატი იყო, მაგრამ ვფიქრობ, კლუბს მაქსიმუმ 40 მილიონი ევროს შეთავაზება შეეძლო“, - თქვა ფაბრეგასმა.

შეგახსენებთ, რომ ჩუამენი და ფაბრეგასი მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში "მონაკოში" ერთად თამაშობდნენ.