ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 100 დარტყმა შეასრულა

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 100 დარტყმა შეასრულა
თარიღი 03 Dec 2022, 06:44
პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე 100 დარტყმა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა 1966 წლიდან ითვლება.

37 წლის თავდამსხმელი მსოფლიო ჩემპიონატებზე 2006 წლიდან თამაშობს. პორტუგალიელი ვარსკვლისთვის უკვე მეხუთე მუნდიალია. 

რონალდუს 100 დარტყმიდან რვა გოლით დასრულდა. ფეხბურთელმა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები H ჯგუფის ბოლო ტურში სენსაციურად დამარცხდა სამხრეთ კორეის ნაკრებთან (1:2), თუმცა ამის მიუხედავად ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ფერნანდო სანტუშის გუნდი შვეიცარიის ნაკრებთან  ითამაშებენ. მატჩი 6 დეკემბერს გაიმართება.