ავტორიზაცია

ზიდანის შემდეგ პირველი ფეხბურთელი - კამერუნელმა მუნდიალზე თავი "გამოიჩინა"

ზიდანის შემდეგ პირველი ფეხბურთელი - კამერუნელმა მუნდიალზე თავი "გამოიჩინა"
თარიღი 03 დეკ 2022, 10:35
კამერუნის ნაკრების ფორვარდმა ვინსენტ აბუბაკარმა თავის გუნდს ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 ტურის შეხვედრაში ბრაზილიასთან (1:0) გამარჯვება მოუტანა. 

30 წლის თავდამსხმელმა 90+2-ე წუთზე ჯერომ ნგომა-მბეკელის პასით გაიტანა: ვინსენტმა ემოციები ვერ შეიკავა, მაისური გაიხადა და ამისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, რაც თამაშში მეორე გახლდათ. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ისმაილ ელფატმა თავდამსხმელი გააძევა.

ამრიგად, აბუბაკარი გახდა პირველი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანის შემდეგ, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გოლი გაიტანა და წითელი ბარათი მიიღო: ფრანგი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაზე იტალიასთან გააძევეს.