ზედიზედ მესამედ: გორის დილა უეფას კონფერენს ლიგაზე ითამაშებს
Crystalbet ეროვნული ლიგის 36-ე ტურის ბოლო მატჩში გორის "დილა" საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" დაუპირისპირდა. მატჩი პრინციპულ ხასიათს ატარებდა, რადგან ამ წყვილში უკეთესი კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებდა.
გიორგი მიქაძის გუნდს ფრეც ხელს აძლევდა, ხოლო ანდრეი დემჩენკოს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.
შეხვედრის განმავლობაში გორელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქისთვის შანსი ფაქტიურად არ მიუციათ. 31-ე წუთზე ვარდესონის გადაცემის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ "დილა" დააწინაურა.
მეორე ნახევარში კვლავ შიდაქართლური გუნდი აქტიურობდა და უკვე 69-ე წუთზე ტიერი გეილიმ მეტექე გუნდის კარი მეორედ აიღო. შეხვედრაში წერტილი 90-ე წუთზე ცვლიელებაზე შესულმა ნუგზარ სპანდერაშვილმა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3:0).
ამიგად, გორის "დილამ" ევროპის კონფერენს ლიგის საგზური ზედიზედ მესამედ მოიპოვა. რაც შეეხება "სამგურალს" მიუხედავად გამორჩეული სეზონისა, მიქაძის გუნდი ევროპული საგზურის გარეშე დარჩა.
ავტორი: ზაქრო გალუსტაშვილი