ავტორიზაცია

ლეო მესიმ ნაკრებში ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდი დაამყარა

ლეო მესიმ ნაკრებში ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდი დაამყარა
თარიღი 04 დეკ 2022, 01:17
არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ ეტაპზე ჩატარებული დღევანდელი მატჩი ავსტრალიასთან, 35 წლის ფეხბურთელისთვის ქვეყნის მთავარი ნაკრების რიგებში  169-ე მატჩი იყო. 

ამრიგად, ახლა სწორედ მესი არის სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებს შორის რეკორდსმენი ეროვნული ნაკრების მატჩების რაოდენობით. მანამდე რეკორდი ივან ჰურტადოს ეკუთნოდა, რომელმაც ეკვადორის ნაკრებში 168 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლიონელ მესიმ სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.