ავტორიზაცია

მოქმედი ფეხბურთელებიდან, მსოფლიო ჩემპიონატებზე მბაპეზე მეტი გოლი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს გატანილი

მოქმედი ფეხბურთელებიდან, მსოფლიო ჩემპიონატებზე მბაპეზე მეტი გოლი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს გატანილი
თარიღი 04 დეკ 2022, 21:26
პოლონეთთან მატჩში კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატებზე თავისი მე-8 და მე-9 გოლები გაიტანა.

23 წლის ფორვარდმა მერვედფინალურ მატჩში მეტოქის კარი ორჯერ აიღო და თავის გუნდს 3:1 გამარჯვებაში დაეხმარა.

მუნდიალების საუკეთესო ბომბარდირამდე, მიროსლავ კლოზემდე მბაპეს 7 გოლის გატანა აშორებს.

გარდა ამისა, მან ამ ტურნირზე გატანილი გოლებით კრიშტიანუ რონალდუ (8) ჩამოიტოვა და ლეო მესის (9) გაუთანაბრდა.

მოქმედი ფეხბურთელებიდან, მსოფლიო ჩემპიონატებზე მბაპეზე მეტი გოლი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს გატანილი - თომას მიულერს (10).