ავტორიზაცია

საფრანგეთის პრეზიდენტი პოლონეთთან მატჩამდე: "3:1 მოვიგებთ, ლევანდოვსკი, მბაპე და ჟირუ გაიტანენ"

საფრანგეთის პრეზიდენტი პოლონეთთან მატჩამდე: "3:1 მოვიგებთ, ლევანდოვსკი, მბაპე და ჟირუ გაიტანენ"
თარიღი 04 დეკ 2022, 21:50
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პოლონეთთან მერვედფინალური მატჩის ზუსტი ანგარიში და გოლების ავტორები გამოიცნო.

ფრანგებმა 3:1 კილიან მბაპეს დუბლით და ოლივიე ჟირუს გოლით დაამარცხეს.

თამაშამდე, მაკრონმა შემდეგი რამ თქვა:

„ვფიქრობ, 3:1 მოვიგებთ. ლევანდოვსკი ერთს გაიტანს, მბაპეს გოლსაც ვიხილავთ და ალბათ, ჟირუსასაც, რომელიც ისტორიაში შევა.

მესამე გოლი შეიძლება ნაკრების ჯოკერმა გაიტანოს.“ - აღნიშნა მაკრონმა Le Parisien-თან.