ავტორიზაცია

ფელიქსი შესაძლოა პრემიერ ლიგის გუნდში გადავიდეს

ფელიქსი შესაძლოა პრემიერ ლიგის გუნდში გადავიდეს
თარიღი 07 დეკ 2022, 12:05
პორტუგალიის ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს"  თავდამსხმელმა ჟოაო ფელიქსმა შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება Marca.

წყაროს ცნობით, 23 წლის ფეხბურთელის ახალი კლუბი შესაძლოა "ასტონ ვილა" იყოს. 

ფელიქსის ამჟამინდელი კონტრაქტი "ატლეტიკოსთან"  2026 წლის ზაფხულში ეწურება. Transfermarkt-ი თავდამსხმელს 50 მილიონ ევროდ აფასებს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი მადრიდის "ატლეტიკოში" 2019 წლის ზაფხულში "ბენფიკადან" 127,2 მილიონ ევროდ გადავიდა.

ფელიქსმა მიმდინარე სეზონში მადრიდული გუნდის მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.