ბრუნო: "გაბრაზდა თუ არა რონალდუ? თადარიგში დარჩენა მესამე მეკარესაც არ მოსწონს"
ბრუნო ფერნანდეშმა შვეიცარიასთან მატჩში კრიშტიანუ რონალდუს სკამზე დარჩენაზე ისაუბრა.
მატჩის შემდეგ ნახევარმცველს ჰკითხეს, როგორი რეაქცია ჰქონდა კრიშტიანუს ფერნანდუ სანტუშის ამ გადაწყვეტილებაზე.
„როგორ ფიქრობთ, ვინმეს მოსწონს სკამზე ჯდომა? მესამე მეკარეც კი, ალბათ, უკმაყოფილოა თადარიგში ყოფნით. ფიქრობთ, რომ კრიშტიანუ იქნება?
მწვრთნელს შემდეგ მატჩში სკამზე მე რომ დავეტოვებინე, მეც გავბრაზდებოდი. რონალდუ - მსოფლიოს ყველაზე ცნობადი ფეხბურთელია, არ არსებობს არავინ მასზე ცნობილი. არც ფეხბურთში და არც ზოგადად სპორტში.
ნორმალურია, რომ ხალხი კრიშტიანუს სანახავად მოდის, ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. კრიშტიანუ არის კრიშტიანუ. მისი სახელი თვითონვე ლაპარაკობს." - აღნიშნა ბრუნომ.