ავტორიზაცია

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რონალდუ არაბების შემოთავაზებას ჯერ არ თანხმდება

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რონალდუ არაბების შემოთავაზებას ჯერ არ თანხმდება
თარიღი 07 დეკ 2022, 16:00
კრიშტიანუ რონალდუ ჯერ „ალ ნასრში" გადასვლას არ თანხმდება, რადგან ევროპაში ეძებს კლუბს.

როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, რომელმაც „მან იუნაიტედთან" ახლახანს კონტრაქტი გაწყვიტა, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბის შემოთავაზებას ელოდება.

ამის გამო, მას ჯერ არ უთქვამს დადებითი პასუხი „ალ ნასრისთვის", რომელიც ფეხბურთელს 2.5-წლიან კონტრაქტს და ხელფასის სახით 200 მილიონ ევროს სთავაზობს სეზონში.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგიც, რომელიც ამატებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს.

სკირასცნობით, რონალდუსთვის ფული მთავარი არ არის და ჟორჟე მენდეში მისთვის ევროპული ვარიანტის ძიებას აგრძელებს.