ავტორიზაცია

ტენ ჰაგი: "რონალდუ უკვე წარსულია, ჩვენ ვცდილობთ მომავალი ავაშენოთ"

ტენ ჰაგი: "რონალდუ უკვე წარსულია, ჩვენ ვცდილობთ მომავალი ავაშენოთ"
თარიღი 07 დეკ 2022, 16:40
მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუს კლუბიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა. 

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიდერლანდელ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გაწყვიტა.

"რონალდუ წავიდა, ამიტომ ახლა ის წარსულია. ჩვენ ვცდილობთ წინ ვიყუროთ და ავაშენოთ მომავალი“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ამ სეზონში მანჩესტერ "იუნაიტედში" მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა ინგლისის პრემიერ ლიგაში. ახლა პორტუგალიელი თავისუფალი აგენტის სტატუსშია და თავის ნაკრებთან ერთად ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს.