ავტორიზაცია

რონალდუს პორტუგალიაში ისევ აკრიტიკებენ - ამის მიზეზი ცნობილი გახდა

რონალდუს პორტუგალიაში ისევ აკრიტიკებენ - ამის მიზეზი ცნობილი გახდა
თარიღი 07 Dec 2022, 16:24
ბოლო დროს კრიშტიანუ რონალდუს მშობლიურ პორტუგალიაშიც კი აკრიტიკებენ. A Bola-ს გამოკითხვის მონაწილეთა თითქმის სამი მეოთხედი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ რონალდუ არ უნდა ეთამაშა ძირითად შემადგენლობაში. 

პორტუგალიელებმა, მთავარი ვარსკვლავის გარეშე, ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს და გამარჯვება რონალდუს შეცვლამდე დიდი ხნით ადრე უზრუნველყო. შვეიცარიასთან მერვედფინალური ეტაპის დაპირისპირება ანგარიშით 6:1 დასრულდა.

შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ რონალდუ ისევ შეტევის ობიექტი გახდა. ახლა ფეხბურთელს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა დანარჩენ გუნდთან ერთად არ იზეიმა.