რონალდუმ შესაძლოა პორტუგალიის ნაკრებში აღარ ითამაშოს
37 წლის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ ფერნანდო სანტოშს დაუპირისპირდა.
Record-ის ცნობით, ფეხბურთელი სპეციალისტთან უთანხმოების გამო ნაკრებიდან წასვლით დაიმუქრა.
კრიშტიანომ ასეთ ნაბიჯზე პირველად მას შემდეგ იფიქრა, რაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სამხრეთ კორეასთან (1:2) შეცვალეს. რონალდუ უკმაყოფილო დარჩა სანტოსის გადაწყვეტილებით.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩში შვეიცარიასთან, თავდამსხმელი მოედანზე შეხვედრის მიწურულს შევიდა, როდესაც ანგარიში პორტუგალიელთა სასარგებლოდ 5:1 იყო.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანომ მონაწილეობა მიიღო ოთხ თამაშში და ერთი გოლი გაიტანა.