ავტორიზაცია

ფრედი პოტენციურ ნახევარფინალზე: "მინდა მესის ტირილი ვნახო"

ფრედი პოტენციურ ნახევარფინალზე: "მინდა მესის ტირილი ვნახო"
თარიღი 09 Dec 2022, 09:53
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, ფრედიმ  მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების და არგენტინის პოტენციურ ნახევარფინალზე კომენტარი გააკეთა. 

''ნახევარფინალში ბრაზილიისა და არგენტინის შეხვედრის ხილვა მსურს. მინდა დაბნეულობა, არეულობა, ნეიმარის ლამაზი თამაში და მესის ტირილი ვნახო. '', - განაცხადა ფრედმა. 

ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრას იმ შემთხვევაში ვიხილავთ, თუ ორივე ნაკრები მეოთხედფინალურ ბარიერს გაივლის. ბრაზილია ხორვატების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო არგენტინა ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ფრედიმ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 39 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

ბრაზილიის ნაკრები ექს-ფორვარდმა კარიერა 2022 წელს "ფლუმინენსეში" დაასრულა.