ფეჰერვარის სპორტული დირექტორი: "ჩვენ ვეძებთ გამოსავალს ბუდუს მომავალთან დაკავშირებით"
უნგრული "ფეჰერვარის“ სპორტულმა დირექტორმა როლანდ იუჰაშმა ბუდუ ზივზივაძის შესახებ კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს "ფეჰერვართან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
მისი განცხადებით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ქართველმა ფორვარდმა კლუბი უნდა დატოვოს.
„ვცდილობთ, რომ ზამთარში მას კარიერის სხვაგან გაგრძელების გზა მოვუძებნოთ. დისციპლინური გადაცდომა იყო, რომელსაც ვერც მე მივიღებდი, ეს განვიხილეთ მასთან და მის მენეჯერთან, რასაც მან პატივი სცა. ჩვენ ვეძებთ გამოსავალს მის მომავალთან დაკავშირებით. “, - თქვა იუჰაშმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ზივზივაძეს ყველა ტურნირზე "ფეჰერვარის“ მაისურით 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა.