მენდეშმა ლეაუ მადრიდის რეალს შესთავაზა - ესპანურმა კლუბმა პასუხი უკვე გასცა
"მილანის" თავდამსხმელის რაფაელ ლეაუს აგენტმა ხორხე მენდეშმა მადრიდის "რეალს" პორტუგალიელი გარემარბის მომსახურება შესთავაზა.
Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" უპასუხა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში პორტუგალიელის ტრანსფერით არ იყო დაინტერესებული. ამასთან, "რეალმა" ხელმძღვანელობამ მომავალ ზაფხულს ფეხბურთელით შესაძლო ინტერესი არ გამორიცხა.
ადრე ლეაუს დამატების პრეტენდენტთა შორის "ჩელსი" იყო, რომელმაც შესაძლოა უახლოეს მომავალში განაახლოს თავდამსხმელის მიმართ ინტერესი.
შეგახსენებთ, რომ ლეაუ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს, სადაც ორი გოლის გატანა მოახერხა.