ბარსელონას 7 თავისუფალი აგენტი ჰყავს სიაში რომელთა დამატებას ზაფხულში შეეცდება
კატალონიურმა "ბარსელონამ" 7 ფეხბურთელის სია შეადგინა, რომლებიც მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიძლება მიიწვიონ.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბს შემდეგი მოთამაშეები ჰყავს სიაში: ილკაი გიუნდოგანი მანჩესტერ "სიტი", ნგოლო კანტე ლონდონის "ჩელსი", მილან სკრინიარი მილანის "ინტერი", ინიგო მარტინესი ბილბაოს "ატლეტიკი", იუსუფ მუკოკო დორტმუნდის "ბორუსია", მარკუს რაშფორდი მანჩესტერ "იუნაიტედი" და მარკო ასენსიო Მადრიდის "რეალი".
ყველა ზემოხსენებულ მოთამაშეს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. შეზღუდული ბიუჯეტის გამო, "ბარსელონას" სურს უფასოდ რაც შეიძლება ბევრი ტოპ ფეხბურთელი დაიმატოს.
ყველა ზემოხსენებულ მოთამაშეს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. შეზღუდული ბიუჯეტის გამო, "ბარსელონას" სურს უფასოდ რაც შეიძლება ბევრი ტოპ ფეხბურთელი დაიმატოს.