ავტორიზაცია

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლო წასვლის შესახებ შეკითხვას უპასუხა

დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლო წასვლის შესახებ შეკითხვას უპასუხა
თარიღი 09 Dec 2022, 15:24
საფრანგეთის მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შესაძლოა მისი მემკვიდრე გახდეს.

„ჩემი მომავალი და ზიდანის დანიშვნა? გმადლობთ კითხვისთვის, მაგრამ ახლა არ არის შესაფერისი დრო ამის განხილვისთვის. ამ დროისთვის მთელი ჩემი ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის მატჩზეა. “, - თქვა დეშამმა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზურისთვის საფრანგეთის ნაკრები ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, 10 დეკემბერს გაიმართება.