ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ მაროკოსთან ისევ სათადარიგოთა სკამზე დარჩება

კრიშტიანუ რონალდუ მაროკოსთან ისევ სათადარიგოთა სკამზე დარჩება
თარიღი 09 Dec 2022, 15:47
შაბათს პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზურისთვის მაროკოს დაუპირისპირდება. 

მოსალოდნელია, რომ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თამაშს კვლავ სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს, გონსალო რამოში კი ძირიტად შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ Bola წერს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ შვეიცარიასთან მერვედფინალური ეტაპის ბოლო მატჩში მხოლოდ 73-ე წუთზე ჩაერთო. გონსალო რამოშმა, რომელმაც ძირითადში რონალდუ შეცვალა და სამი გოლი გაიტანა.

მაროკოსა და პორტუგალიის მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.