ფენანდო სანტუშმა რონალდუს ნაკრებიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა
პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში კრიშტიანუ რონალდუს ნაკრებიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"რონალდუს არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ გუნდის დატოვება სურდა. შეხედეთ მის დამოკიდებულებას, მან თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა გოლები და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. “, - თქვა სანტუშმა.
სპეციალისტის თქმით, შვეიცარიასთან თამაშამდე მას დიალოგი ჰქონდა რონალდუსთან, ფეხბურთელი უკმაყოფილო დარჩა, როცა გაიგო, რომ სათადარიგოთა სკამზე დარჩებოდა, მაგრამ ეს ნორმალური რეაქციაა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარია 6:1 დაამარცხა. ტურნირის მეოთხედფინალში სანტოსის გუნდი მაროკოს დაუპირისპირდება.