ავტორიზაცია

არგენტინის ნაკრებმა პენალტების სერიაში მოგებით მუნდიალის რეკორდი დაამყარა

არგენტინის ნაკრებმა პენალტების სერიაში მოგებით მუნდიალის რეკორდი დაამყარა
თარიღი 10 დეკ 2022, 02:25
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე მატჩში, არგენტინის ნაკრები პენალტების სერიაში ნიდერლანდებზე უფრო ზუსტი აღმოჩნდა.

ლუის ვან გაალის გუნდი მარცხს ძირითად დროში ბოლო წუთებში გადაურჩა (2:2), მაგრამ თერთმეტმეტრიანები უფრო ზუსტად ლიონელ სკალონის ბიჭებმა შეასრულეს (4:3).

Squawka-ს ცნობით, არგენტინელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტების სერიაში ისტორიაში მეხუთედ მოიგეს - ეს კი ყველა სხვა გუნდზე მეტია. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუნდმა მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა - 2006 წელს გერმანიიდან.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინა ხორვატიას დაუპირისპირდება, რომელმაც ასევე პენალტების სერიაში ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა.