ავტორიზაცია

არგენტინის მეკარე: "ვფიქრობ, ახლა ვან გაალმა ხმა უნდა ჩაიწყვიტოს"

არგენტინის მეკარე: "ვფიქრობ, ახლა ვან გაალმა ხმა უნდა ჩაიწყვიტოს"
თარიღი 10 დეკ 2022, 11:43
ემილიანო მარტინესმა ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს უპასუხა.

არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდებს პენალტების სერიაში 4:3 მოუგო, მატჩის სათამაშო დრო კი ფრედ 2:2 დასრულდა.

„მესმოდა, რომ ვან გაალი ამბობდა: "ჩვენ უპირატესობა გვაქვს. თუ საქმე პენალტებამდე მივიდა - მოვიგებთ.

ვფიქრობ, მან ახლა ხმა უნდა ჩაიწყვიტოს." - აღნიშნა მარტინესმა, რომელმაც პენალტების სერიაში ვან დეიკის და ბერგუისის დარტყმები მოიგერია.