ვან გაალი: "მთელი წელი პენალტებზე ვვარჯიშობდით, მაგრამ მაინც ჩავისვარეთ"
ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, არგენტინასთან წაგებული შეხვედრა შეაფასა.
„მთელი წელი ვვარჯიშობდით პენალტებზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩავისვარეთ. ფეხბურთელებს ვთხოვდი, რომ კლუბებში თერტმეტმეტრიანები შეესრულებინათ და ისინი ამას აკეთებდნენ. თუმცა, თუ სერიაში პირველ ორ დარტყმას აფუჭებ, ვეღარც მოიგებ.
ჩემი აზრით, ძირითად დროში დანიშნული პენალტი საეჭვო იყო. მის გადახედვას ვისურვებდი. თუმცა, ჩვენ მსაჯის გამო არ დავმარცხებულვართ." - აღნიშნა 71 წლის სპეციალისტმა.
1/4-ფინალში არგენტინის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება, რომელსაც ასევე პენალტებში ბრაზილიას აჯობა.