ავტორიზაცია

მესი: "ვან გაალი თვალებში ნაცარს გვაყრის, რომ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, შემდეგ კი მაღალ ფეხბურთელებს აყენებს და მათზე აწვდის"

მესი: "ვან გაალი თვალებში ნაცარს გვაყრის, რომ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, შემდეგ კი მაღალ ფეხბურთელებს აყენებს და მათზე აწვდის"
თარიღი 10 დეკ 2022, 12:01
ლიონელ მესიმ ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი, ლუი ვან გაალი გააკრიტიკა.

„ბევრი დეტალი არის, რომელიც მოედანზე უკეთ ჩანს. 

გეუბნებით, ვან გაალი თვალებში ნაცარს გვაყრის და ამბობს, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს, შემდეგ კი მაღალ ფეხბურთელებს აყენებს მოედანზე და მათზე ჩაწოდებებით ცდილობს ფონს გასვლას." - აღნიშნა არგენტინელმა ათიანმა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ნიდერლანდები მუნდიალის მეოთხედფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება.