მესი: "შეუსაბამო დონის მსაჯის დანიშვნა არ შეიძლება, მთელი თამაში შეშინებულები ვიყავით"
ლეო მესიმ ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ მთავარი არბიტრი, მატეუ ლაოსი გააკრიტიკა.
ამ შეხვედრაში ესპანელმა არბიტრმა 15 ყვითელი ბარათი აჩვენა, საიდანაც 8 - არგენტინელმა ფეხბურთელებმა მიიღეს.
„ბრაზი დიდია, ვფიქრობ, ყველაფერი ასე არ უნდა სრულდებოდეს. მსაჯზე ლაპარაკი არ მინდა. არ გამოდის გულწრფელობა, როცა ასეთი რაღაცების გამო გსჯიან.
თამაშის დროს ძალიან შეშინებულები ვიყავით, იმიტომ რომ ვიცოდით, ვინც არის ეს ადამიანი. ფიფამ ამ სიტუაციას უნდა გადახედოს. არ შეიძლება მატჩი ამსაჯო რეფერის, რომელიც დონეს არ შეესაბამება." - აღნიშნა არგენტინელმა.